Logo

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

პოლიტიკა
973
Frontnews image description

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

 

“განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი და ნაბიჯები ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად; ვისაუბრეთ ქართულ ქარტიაზე, საქართველოს საგზაო რუკაზე, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის რეკომენდაციებს”, – წერს ზურაბიშვილი. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები