სალომე ზურაბიშვილი – “წინააღმდეგობის პლატფორმამ” დაიწყო მომზადება 26 მაისისთვის


ავტორი
Front News საქართველო
“წინააღმდეგობის პლატფორმამ” გააგზავნა წერილი უცხოეთში მყოფ ჩვენს ყველა კონტაქტთან სხვადასხვა ქვეყნებში და წარვადგინეთ, რა არის ჩვენი მთავარი მოთხოვნები, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, “წინააღმდეგობის პლატფორმამ” დაიწყო მომზადება 26 მაისისთვის.
“გასულ ღამეს უკრაინის დაბომბვა ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება რუსული სასტიკი პოლიტიკის, რაც სრულიად მიუღებელია, ისევე როგორც, უკრაინის სუვერენობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ჩვენ ვუჭერთ უკრაინის სუვერენობას. სოლიდარობა მათ ჩვენგან.
საქართველოს სასამართლომ სახელი გაითქვა საზღვრებს გარეთ თავისი უსამართლობით, ახლა კიდევ ძალადობა დაემატა, რაც მიუღებელია. დღეს კიდევ კლინიკაშია იქ დაშავებული, რომელსაც, როგორც მეუბნებიან, ტვინის შერყევა აქვს. ჩვენი მიზანია, რომ დავიბრუნოთ სამართლიანი სასამართლო.
მინდა, ასევე გაცნობოთ, რომ “წინააღმდეგობის პლატფორმამ” გააგზავნა წერილი უცხოეთში მყოფ ჩვენს ყველა კონტაქტთან სხვადასხვა ქვეყნებში და წარვადგინეთ, რა არის მთავარი მოთხოვნები – არაღიარება არალეგიტიმური ხელისუფლების, საზოგადოებისთვის მხარდაჭერის გაგრძელება, მოთხოვნა ახალი არჩევნების და ცხადია, პატიმრების გათავისუფლება.
კიდევ ერთი საკითხი განვიხილეთ და ვიწყებთ მუშაობას, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტი, რომ ჩვენ დავგეგმოთ ჩვენი საზოგადოების და პლატფორმის 26 მაისი, რამეთუ ეს არის დამოუკიდებლობის ზეიმი, რა დროსაც ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხეში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება

სალომე ზურაბიშვილი – ერთადერთი ომი არის ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ

სალომე ზურაბიშვილი – ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არაჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა