სალომე ზურაბიშვილმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 17 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ორი ქალი მსჯავრდებულია.
ოთხ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს.
