
ავტორი
Front News საქართველო
ელექტროენერგიის გაძვირებულ ტარიფებს მოქალაქეები საქართველოს ქალაქებში აქციებით აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთვის მძიმე ტვირთია გაზრდილი გადასახადების გადახდა.
გორში აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული შენობის წინ არიან შეკრებილი. პარალელურად მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
აქციის მონაწილეებს რამდენიმე ახალგაზრდა დაუპირისპირდა, მათი განცხადებით, ფასები ინფლაციის გამო იზრდება და მოსახლეობის პროტესტი მიუღებელია.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, რამდენიმე ახალგაზრდა აქციაზე „ქართულმა ოცნებამ“ მიაგზავნა.
“ჩვენ ვართ იდეინი ახალგაზრდები, რომლებსაც მიზანი გაგვაჩნია…მიზანი ისაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შედის. ფასები რომ იზრდება, ქვეყანაში არის ინფლაცია”, – განაცხადა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.
გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებენ თელავშიც, სადაც მოქალაქეები “ენერგო პრო ჯორჯიას” წინ არიან შეკრებილები.
გაძვირებულ ტარიფებსა და გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ ზუგდიდშიც.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს