Logo

სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

სამართალი
72
Frontnews
სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად, ერთ შეკვრად დაფასოებული, 626 აბი „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები