Logo

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სამართალი
560
Frontnews
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და "ვალეს” სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ბრალდებულების ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 210 აბი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები