სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია ორი პირი

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 2 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის 62 შეკვრა "მეთადონი“ და „მარიხუანა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული




