Logo

სამეგრელოს პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალი
125
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ფოთში  მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროს ფართს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა.

გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement