“სამეფო უბნის თეატრი” დავით დოიაშვილს და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს” სოლიდარობას უცხადებს


ავტორი
Front News საქართველო
“სამეფო უბნის თეატრი” დავით დოიაშვილს და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს” სოლიდარობას უცხადებს.
“სოლიდარობა დავით დოიაშვილს და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” მამაც დასს, ყველა მათ, ვინც სიმართლისა და ხალხის მხარეს დგას!
დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე.
დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის ფარგლებში “ახალი თეატრი” ყველაზე წარმატებული სახელმწიფო თეატრი გახდა და მისი გათავისუფლება არის თავდასხმა, როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე თავდასხმა გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე.
ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა “ახალი თეატრის” თითოეულ წევრს და ყველა მამაც ხელოვანს საქართველოში, ვინც იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვისა და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში.
მუდამ თქვენს საიმედო მეგობრად, “სამეფო უბნის თეატრი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თაგები:
დავით დოიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს