სამინისტრო – ბათუმში გასამართი მატჩი არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კოსოვოს მხარის საფეხბურთო ნაკრებთან დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“2021 წლის 2 სექტემბერს, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში გამართავს მატჩს კოსოვოს მხარის საფეხბურთო ნაკრებთან.
მატჩი FIFA-ს ეგიდით ტარდება. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სერბეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მჭიდროდ თანამშრომლობს სერბეთის მთავრობასთან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. შესაბამისად, ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოცემული მატჩის ჩატარების ვალდებულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას FIFA-ს წევრობა და მისი წესდება აკისრებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ფეხბურთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს