
ავტორი
Front News საქართველო
რუსთავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა.
ღონისძიება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების რუსთავის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც განიხილეს. საინფორმაციო შეხვედრას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლები დაესწრნენ.
თაგები:
წვევამდელები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს