“სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს” თანამშრომლებისთვის პროფესიული გადამზადების საბაზისო კურსი დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სსიპ ,,სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის პროფესიული გადამზადების საბაზისო კურსი დაიწყო. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მან მსმენელებს სიტყვით მიმართა და ყურადღება თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე გაამახვილა.
5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში, მსმენელები სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და ფუნქციებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებსა და ახალ მიდგომებს გაეცნობიან.
2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. პროცესის მართვის მიზნით, თავდაცვის სამინისტროში „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტო“ შეიქმნა. ამჟამად მიმდინარეობს სააგენტოს დაკომპლექტების პროცესი, სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული სამხედრო განყოფილების თანამშრომელთაგან პერსონალის შერჩევა და დანიშვნა. შესაბამისად, კურსი ითვალისწინებს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, რაც დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებას ხელს შეუწყობს.
თაგები:
რეკრუტები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა