სამხედრო მედიკოსები სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად საჭიროების მქონე მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ


ავტორი
Front News საქართველო
გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულები დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მედიკოსები. საკოორდინაციო შტაბიდან მიღებულ დავალებებზე ექიმები, ერთმანეთთან კოორდინაციით, მყისიერად რეაგირებენ და მოქალაქეებს ეხმარებიან.
სამხედრო მედიკოსები სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად საჭიროების მქონე მოქალაქეებს ადგილზე უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას და შემდეგ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა გურიის რეგიონის საკოორდინაციო შტაბიდან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თაგები:
დიდთოვლობა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა