
ავტორი
Front News საქართველო
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. მეცნიერების შეფასებით, შტამი უჩვეულოდ დიდი რაოდენობის მუტაციით ხასიათდება. ის ძალიან სწრაფად ვრცელდება და მომდევნო რამდენიმე დღესა და კვირაში ჯანდაცვის სისტემაზე წნეხი შესამჩნევი გახდება.
სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯერჯერობით უცნობია პირველად სად გაჩნდა ახალი შტამი, რომელსაც B.1.1.529 უწოდეს, თუმცა ეს ვარიანტი ჯერჯერობით მხოლოდ სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში დადასტურდა. ასევე ამ შტამითაა ინფიცირებული ერთი სამხრეთ აფრიკელი ტურისტი, ვინც ჰონგ-კონგს სტუმრობდა.
ახალი შტამის გამო დიდმა ბრიტანეთმა უკვე გააუქმა ფრენები აფრიკის 6 ქვეყანასთან. ეს ქვეყნები დაემატა ინგლისის მოგზაურების „წითელ სიასაც“. აფრიკის 6 ქვეყნიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს კი 10-დღიანი კარანტინის სასტუმროში გატარება მოუწევთ.
ახალ შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც აკვირდება.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს