სამოქალაქო აქტივისტებმა მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება გააპროტესტეს


ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება გააპროტესტეს.
მათ შემდეგ მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. მოძრაობა დროას აქტივისტებს სურდათ, რომ უწყების მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერა: “ამ ცხოვრების დედაც…” დაეწერათ, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.
მოძრაობა “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, დაკავებულია აქტივისტი შუშანა მაცაბერიძეა.
“ჩოლოიანის გამოშვების გაპროტესტების გამო შუშანა მაცაბერიძე დააკავეს. შუშანა იამაყებს ამით და თქვენ რა გეშველებათ სისხლში ამოთხვრილებო”, – წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე.
მანამდე ასეთი წარწერა აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან დატოვეს.
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელს მოზარდისთვის ჩვენების იძულებაში ედებოდა ბრალი. მას 3 წელი ჰქონდა მისჯილი და საპატიმრო 11 თვეში დატოვა.


15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებულმა მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ევროპულ ინსტიტუტებში წევრობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყვიტოს დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებლობით გამორჩეულ მოსამართლეს ნინო ბაქაქურს”

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს