
ავტორი
Front News საქართველო
სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
"სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს.
ინდივიდუალური მეწარმე ლ.ე. (მის.: სამტრედია, სოფ იანეთი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ეგრეთ წოდებულ ყველს აწარმოებდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა ფიზიკური პირი მ.მ.-ც (მის.: ვანი, სოფ. ზედავანი).
რეგისტრაციის არქონის პარალელურად, ობიექტებზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
თაგები:
ყველის არალეგალური საწარმო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს