
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მხარდამჭერი აქციები საქართველოს ქალაქებში გრძელდება. ამჯერად აქტიური მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამტრედიის ცენტრში შეიკრიბნენ და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთმა ომის წამოიწყო კაცობრიობის წინააღდეგ, ესაა პროგრესის და განვითარების წინააღმდეგ ბრძოლა და უნებურად ყველანი ჩათრეული ვართ ამ ომში.
მათი თქმით, უკრაინისათვის ბრძოლა დღეს საქართველოსათვის ბრძოლასაც ნიშნავს.
“უკრაინისთვის ბრძოლა ეს არის საქართველოსთვის ბრძოლა, ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ბრძოლა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, დარწმუნებული ვართ, ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს”, – განაცხადა აქციის მონაწილემ ემზარ შუბლაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს