Logo

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დღის ცენტრ "თებეს" და "ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერას" ბენეფიციარებს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა

რეგიონები
26
Frontnews image description

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა გელაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ფერაძესთან ერთად, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღის ცენტრ "თებეს" და "ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერას" ბენეფიციარებს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

Advertisement