Logo

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

რეგიონები
700
Frontnews
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ზაალიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დეკანოზმა მამა იოანე ხეცურიანმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

27 სექტემბერს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები