Logo

Logo

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს

საზოგადოება
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრში გამართულ „ოფიცრის/მიჩმანის მორიგეობის საკვალიფიკაციო“ და „სწრაფმავალი კატარღის მართვის“ სასწავლო კურსებში მიიღეს მონაწილეობა.

კურსები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა და მიზნად ისახავდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის  თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და პრაქტიკული უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას.

სწავლება თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. კურსების დასრულების შემდეგ დეპარტამენტის წარმომადგენლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები