Logo

სანდრო ბარამიძე - 5 ივლისის მოვლენები დუმილით და რეაგირების უქონლობით იყო ხელშეწყობილი, ამაზე პასუხი ღარიბაშვილმა და მაშინდელმა მთავრობამ უნდა აგოს

პოლიტიკა
31
Frontnews image description

5 ივლისის მოვლენები დუმილით და რეაგირების უქონლობით იყო ხელშეწყობილი ეს ძალადობრივი ქმედებები, აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ამაზე პასუხი ღარიბაშვილმა და მაშინდელმა მთავრობამ უნდა აგოს, -  ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ამაზე პასუხს როგორ აგებინებს ირაკლი ღარიბაშვილს, ეს სხვა საკითხია. 

"5 ივლისის მოვლენები დუმილით და რეაგირების უქონლობით იყო ხელშეწყობილი ეს ძალადობრივი ქმედებები, აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ამაზე პასუხი ღარიბაშვილმა და მაშინდელმა მთავრობამ უნდა აგოს.

"ქართული ოცნება" ამაზე პასუხს როგორ აგებინებს, ეს სხვა საკითხია, ახლა "ოცნებას" ღარიბაშვილისგან მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს - ჩაიტანოს მან ფული. 

20 ივნისთან შეცვლილ პოზიციას რაც შეეხება, ეს არის გახარიას პიროვნებით განპირობებული, მათ უნდოდათ, რომ გახარიაზე შური ეძიათ და შესაბამისად, ჩორჩანას საკითხთან ერთად გაიხსენეს 20 ივნისი", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

Advertisement