სანდრო ბარამიძე - "ქართული ოცნების" დიქტატორული რეჟიმი ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" დიქტატორული რეჟიმი ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს და ამისათვის მას სურს, რომ გაანადგუროს პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გადაუჭრას დაფინანსების წყაროები.
"ქართული ოცნების" დიქტატორული რეჟიმი ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს და ამისათვის მას სურს, რომ გაანადგუროს პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და ასევე კრიტიკული მედია. ყველასათვის შეიმუშავა თავისებური საკანონმდებლო ცვლილებები, სურს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გადაუჭრას დაფინანსების წყაროები, ყველა შესაძლებლობა.
რამდენად გამოუვა და მიაღწევს თავის მიზანს, ამას ვნახავთ, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი გადასახედიდან, ჩვენ ვცხოვრობთ ტოტალიტარულ რეჟიმში", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
თაგები:
სანდრო ბარამიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს