
ავტორი
Front News საქართველო
იმედი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლო რამეს შეცვლის, არ გვაქვს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, გავასაჩივრეთ, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა, რომ ორგანიზაციებს გამოსძალოს ყველა ინფორმაცია.
"რა თქმა უნდა, არავითარი იმედი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლო რამეს შეცვლის, არ გვაქვს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, გავასაჩივრეთ.
გრანტების შესახებ ინფორმაცია ზოგადი და ასევე კონკრეტული საგრანტო ხელშეკრულებები ჩვენს დონორებთან დევს ჩვენს საიტზე, აქედან გამომდინარე, ამ კუთხით დასამალი არაფერი არ გვაქვს, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს ინფორმაცია დააკმაყოფილებდა ანტიკორუფციულ ბიუროს, მაგრამ არ აკმაყოფილებს იმიტომ, რომ უნდა გამოგვძალოს ყველაფერი", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს ითხოვს. აღნიშნული კი ამ ორგანიზაციებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
თაგები:
სანდრო ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს