
ავტორი
Front News საქართველო
თუ პირადად ივანიშვილს აქვს პრეტენზია BBC-ის მიმართ, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიმართოს საჩივრით, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი არ იცავს დამრღვევი სახელმწიფოს უფლებებს.
"ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი იცავს ადამიანის უფლებებს სახელმწიფოსაგან ამ უფლებების დარღვევის შემთხვევებში და ის არ იცავს თვითონ დამრღვევი სახელმწიფოს უფლებებს, რომლებიც თავადვე არღვევენ ადამიანის უფლებებს და ეს მინდა ვუთხრა პაპუაშვილს და "ქართული ოცნების" სხვა შესაბამის მესვეურებს.
ქართულ სახელმწიფოს არ აქვს უფლება და პროცედურული შესაძლებლობა, რომ წავიდეს ევროპულ სასამართლოში. თუ პირადად ივანიშვილს აქვს პრეტენზია BBC-ის მიმართ, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიმართოს საჩივრით", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა.
თაგები:
სანდრო ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს