სანდრო რაქვიაშვილი - თუ ჰგონიათ, რომ ძლიერ პოზიციაში არიან, მაშინ რატომ არ ნიშნავენ არჩევნებს?

ავტორი
Front News საქართველო
თვითონ ხომ ამბობენ, რომ უფრო ძლიერ პოზიციაში არიან, ხომ ამბობენ, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია მძიმე მდგომარეობაშია და თუ ჰგონიათ, რომ ძლიერ პოზიციაში არიან, მაშინ რატომ არ ნიშნავენ არჩევნებს?, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტი არის ბუტაფორია.
"თვითონ ხომ ამბობენ, რომ უფრო ძლიერ პოზიციაში არიან, ხომ ამბობენ, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია მძიმე მდგომარეობაშია და თუ ჰგონიათ, რომ ძლიერ პოზიციაში არიან, მაშინ რატომ არ ნიშნავენ არჩევნებს? მაგრამ მე ვიცი და მჯერა, რომ არჩევნებს არ დანიშნავენ. ამის პარალელურად, პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტია რომ იყოს, თუნდაც ჩხუბობდნენ, თუნდაც ვიღაცა საქმეს აკეთებდეს, ხომ არავინ აღარ იტყოდა, რომ პარლამენტი ბუტაფორიაა? ახლა ნამდვილად ბუტაფორიაა, არასერიოზულია ევროპას აჩვენო ეს პარლამენტი. რეალურად, პარლამენტი არ მუშაობს, მივლენ, ბეჭედს დაარტყამენ და წამოვლენ, დაჩქარებული წესით იღებენ უამრავ კანონებს, შეიძლება დაჩქარებულად მიიღო რამდენიმე კანონი, მაგრამ ასეულობით?!
ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, ვერსად ვერ გაქრება, მე არც მინდა, რომ ვინმე გაქრეს, მე უბრალოდ მინდა, რომ თანავცხოვრობდეთ და ჩხუბი არ იყოს, მინდა, რომ ამდენი ბუტაფორიული ინსტიტუციიდან, ერთი მაინც დაამსგავსონ რამეს", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
თაგები:
სანდრო რაქვიაშვილი




