სანდრო რაქვიაშვილი – “ქართული ოცნების” ამომრჩეველი თუ დაგვინახავს წესიერად, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” ამომრჩეველს დაკარგავს


ავტორი
Front News საქართველო
შეიძლება, არ გვქონდეს 40%-იანი რეიტინგი, მაგრამ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი თუ დაგვინახავს წესიერად, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” ამომრჩეველს დაკარგავს და ნაკლებ რეიტინგს მიიღებს, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მხოლოდ სამი პარტიაა – “ოცნება”, “ნაცები” და “გირჩი”.
“შეიძლება, არ გვქონდეს 40%-იანი რეიტინგი, მაგრამ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი თუ დაგვინახავს წესიერად და “ქართული ოცნება” არ იზამს იმას, რომ მაქსიმალურად დაგვბლოკოს სხვადასხვა გზით და არ მიგვიშვას თავის ამომრჩეველთან, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” ამომრჩეველს დაკარგავს და ნაკლებ რეიტინგს მიიღებს.
იმავეს აკეთებენ “ნაცები”, რომ არ მიგვიშვან თავის ამომრჩეველთან, რადგან შემთხვევით, საღი აზრი სადმე არ გამოჩნდეს და დარჩეს ეს “ქოც-ნაცური” დაპირისპირება. მართლაც ასეა, ქვეყანაში სულ სამი პარტია გვაქვს – “ნაცები”, “ქოცები” და ჩვენ. დანარჩენები რომ ბოდიალობენ, შეიძლება “ქოცმოღალატეები” იყვნენ, “ნაცმოღალატეები”, მაგრამ არაფერ შუაში არ არიან, არაფერს ემსახურებიან. იმედია, ქართველი ხალხი სათანადოდ შეაფასებს”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
თაგები:
სანდრო რაქვიაშვილი

ლაშა ფარულავა – რაც სტრასბურგში მოხდება, პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, იქნება “ქართული ოცნება”

სერგო ჩიხლაძე – “ქართული ოცნება” დამარცხდება და გადავა ოპოზიციაში

ბიძინა ივანიშვილი – გახარია რატომ გადადგა ასე სასწრაფოდ 2021 წელს? იცოდნენ, “ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე “ქართული ოცნება” უნდა ჩამოეშალათ