სანდრო რაქვიაშვილი – სანამ პრიორიტეტად არ იქნება ადამიანის სიცოცხლე და არა კონკრეტული ნივთიერება, არაფერი ეშველება ამ ყველაფერს


ავტორი
Front News საქართველო
სანამ ზოგადად ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება, პრიორიტეტად არ იქნება ადამიანის სიცოცხლე და არა კონკრეტული ნივთიერება, არაფერი ეშველება ამ ყველაფერს, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ინიციატივას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შედეგი არ ექნება.
“არაფერი არ შეიცვლება, ჩემი აზრით, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყვება. ჩვენი ნარკოპოლიტიკა მიმართულია არა იმაზე, რომ ადამიანები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ, არამედ ებრძვის კონკრეტულად ნივთიერებებს და ამის გამო, უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება.
სანამ ზოგადად ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება, პრიორიტეტად არ იქნება ადამიანის სიცოცხლე და არა კონკრეტული ნივთიერება, არაფერი ეშველება ამ ყველაფერს”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
“ქართული ოცნების” ინიციატივით, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება.
თაგები:
სანდრო რაქვიაშვილი

სანდრო რაქვიაშვილი – არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო ამ კომისიას არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო გააღვივა სიძულვილი

ნონა წოწორია – ეს არ იქნება ადვილი პროცესი, მაგრამ ამ საშინელი აგრესიისა და დანაშაულების ავტორებმა პასუხი უნდა აგონ

სანდრო რაქვიაშვილი – იმედია, ამომრჩეველი ამ ყველაფერს დაინახავს და 26 ოქტომბერს სათანადოდ შეაფასებს