სანდრო თოფურია – უზრუნველვყოფთ საქართველოს მოქალაქეების კიევიდან გაყვანას სხვადასხვა უსაფრთხო მიმართულებით


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საელჩო უკრაინაში, კიევში აგრძელებს მუშაობას. საკონსულო მომსახურება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვეულ რეჟიმშია ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ კიევში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა სანდრო თოფურიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ყოველ დღე აქვთ საკონსულოში მოქალაქეების მიღება.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებისთვის აუცილებელი იყო საკონსულო მომსახურების მიღება და შესაბამისად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ კიევში საკონსულომ, საელჩომ განაგრძოს ფუნქციონირება. ხვალ ჩვეულებრივად მიიღებს საკონსულო მოქალაქეებს და ასე იქნება ბოლომდე, სანამ გვექნება ამის ფიზიკური საშუალება. ასევე უზრუნველვყოფთ საქართველოს მოქალაქეების კიევიდან გაყვანას სხვადასხვა უსაფრთხო მიმართულებით“, – განაცხადა სანდრო თოფურიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს