Logo

სანდუ - ვაფასებ ამას და მადლობელი ვარ, მაგრამ პირველ რიგში, უკრაინელი ტყვეები იმსახურებენ მშვიდობის პრემიას 

მსოფლიოუკრაინა
224
Frontnews image description

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი წარდგენის, რადგან არსებობენ უფრო ღირსეული კანდიდატები - უკრაინელი ტყვეები.

"რა თქმა უნდა, ვაფასებ ამას და მადლობელი ვარ, რომ ადამიანები აკვირდებიან ჩვენს ქვეყანას, აფასებენ ჩვენს გამბედაობას და სიმტკიცეს, მაგრამ ამ პრემიაზე ბევრი ადამიანია ნომინირებული. დღეს ვუყურებდი უკრაინელ ტყვეებს, რომლებიც რუსეთიდან სახლში დაბრუნდნენ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ მშვიდობის პრემიას“, – განაცხადა სანდუმ.

მისივე თქმით, სწორედ უკრაინელები სწირავენ თავს უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, მისი აზრით, ისინი ყველაზე მეტად იმსახურებენ ამ ჯილდოს.

"მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ისინი იმსახურებენ მშვიდობას და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის რაც შეიძლება მალე დადგება“, - აღნიშნა სანდუმ.

ნორვეგიელმა პარლამენტარმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. ნორვეგიის მწვანეთა პარტიის ლიდერმა არილდ ჰერმსტადმა მაია სანდუ ნობელის მშვიდობის პრემიაზე დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მშვიდობის არაძალადობრივი გზით დაცვისთვის წარადგინა.

ჰერმსტადის თქმით, სანდუ „ევროპაში დემოკრატიის დაცვის წინა ხაზზეა“ და რუსეთის მიერ "ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების დესტაბილიზაციის“ მუდმივ მცდელობებს ეწინააღმდეგება.

თაგები:

მაია სანდუ
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები