Logo

საპარლამენტო დელეგაცია ესპანეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

პოლიტიკა
268
Frontnews image description

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას და კომიტეტის წევრების, ირმა ზავრადაშვილის და ეკა ჭიჭინაძის შემადგენლობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვლადიმერ კონსტანტინდთან და ესპანეთში მყოფ ქართულ დიასპორასთან ერთად ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაცია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ  ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს.

ასევე, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და საპატიო სტუმრებს - სპორტსმენს, UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს ილია თოფურიასა და ცნობილ მომღერალ ალ ბანოს.

ღონისძიებაზე მოეწყო ესპანეთში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა. 
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ოპერის მომღერალმა შალვა მუქერიამ შეასრულა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მადრიდის მერიის, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები. მიღებას ასევე დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენი დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმის დამფუძნებელი რობერტ პიტენჯერი.

თაგები:

ესპანეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები