Logo

საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა

პოლიტიკა
138
Frontnews image description

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ ევროპარლამენტის წევრებთან და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის დაბრუნების თემატიკას. სამუშაო შეხვედრებზე, დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს  ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.

ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებზე საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა განიხილეს როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ისე რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები.

სტრასბურგში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი 10-12 მარტს გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი და ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გიორგი მიქელაძე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები