Logo

საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა

სამართალი
182
Frontnews
საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები