საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა.
ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები.
ახალი ავტომობილები საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.





