
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერთან დეივ ჰედლესტონთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან მაისურაძემ სტუმარს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკა და კომპეტენციაში შემავალი ძირითადი საკითხები გააცნო. მხარეებმა, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მისივე ცნობით, აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერმა ნაყოფიერი შეხვედრისთვის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
თაგები:
ლევან მაისურაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს