Logo

საფრანგეთი მზადაა, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში 2026 წელს უკრაინაში ჯარები განალაგოს

უკრაინა
248
Frontnews image description

საფრანგეთი აცხადებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში სამხედრო კონტინგენტი გაგზავნოს მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, - ამის შესახებ საფრანგეთის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა პიერ შილმა განაცხადა.

შილის თქმით, მისი დანაყოფები მზად არიან 2026 წელს უკრაინაში ჯარების შესაძლო განლაგებისთვის, მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში.

"ჩვენ მზად ვიქნებით, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ძალები განვათავსოთ“, - განაცხადა გენერალმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2026 წელი „კოალიციების წელი“ იქნება და დასძინა, რომ საფრანგეთი აქტიურად ემზადება მრავალეროვნული წვრთნებისთვის „Orion 26-ის“.

„Orion 26“-ით, სავარაუდოდ, სამხედრო სამსახურებსა და მოკავშირეებს შორის თავსებადობის შემოწმება მოხდება.

შილი ამტკიცებს, რომ საფრანგეთის სახმელეთო ძალები მზად არიან ერთდროულად უპასუხონ სამ შესაძლო საფრთხეს, მათ შორის უკრაინაში პოტენციური განლაგების მზადყოფნას და ნატოს ვალდებულებების შესრულებას.

Advertisement