საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია


ავტორი
Front News საქართველო
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია, რომელიც ამ დროისთვის გენერალური პროკურორის მოადგილეა.
კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 11-მა წევრმა მიიღო და ყველა მათგანმა ხმა გაბიტაშვილის კანდიდატურას მისცა.
ვიქტორ ახალბედაშვილმა და დარეჯან ბუცხრიკიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს.
საბჭო შერჩეულ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს, რომელიც გენერალურ პროკურორს აირჩევს.
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე სულ 11 კანდიდატურა იყო დარეგისტრირებული.
საპროკურორო საბჭოში გასაუბრებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
თაგები:
პროკურორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს