საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 8 პირს პატიმრობა მიუსაჯეს


ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლების 2 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.
ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობა ედებოდათ ბრალად, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.
გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა.
თაგები:
პატიმრობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს