
ავტორი
Front News საქართველო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლმენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს.
2023 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ჩატარებული 32 სხდომიდან დავით სერგეენკო არ დაესწრო 25 სხდომას, აქედან გამომდინარე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, დავით სერგეენკოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას.
თაგები:
დავით სერგეენკო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს