საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა


ავტორი
Front News საქართველო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის წევრმა დავით სერგეენკომ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს 27 ოქტომბერს განცხადებით მიმართა.
კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა და მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრ დავით სერგეენკოს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პარლამენტის წევრის განცხადება, კომიტეტის დასკვნა გაეგზავნება პარლამენტის ბიუროს და საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
თაგები:
დავით სერგეენკო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დასკვნას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ოთხი წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა