Logo

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა

პოლიტიკა
1341
Frontnews image description

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი (დაჩი) ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ბერაიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობა შეუთავსებელია  პარლამენტის წევრის სტატუსთან.

კომიტეტის წევრებმა დასკვნის პროექტს  მხარი დაუჭირეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები