
ავტორი
Front News საქართველო
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მხარდამჭერების აქცია იმართება.
სასამართლოსთან მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმები.
სამოქალაქო აქტივისტის ნიკა ფარულავას განცხადებით, ძალოვანების მხრიდან მშვიდობიანი აქტივისტების მიმართ პროვოკაციებს დღესაც ელოდებიან.
“წინა სასამართთლო პროცესის მსვლელობის პარალელურად ჩვენ ვიხილეთ პროვოკაციული ქმედებები, იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო. დღესაც აქ არიან ადამიანები, რომლებიც არიან სპეციალური ნიღბებით, თუმცა მათ არ აქვთ მაინდენტიფიცირებელი, თუ რომელ უწყებას წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ დღეს ისევ ველოდებით მათთგან პროვიკაციებს. თუმცა ეს აქცია- პროტესტი იქნება არაძალადობრივი. მსგავსი ქმედებებით “ქართული ოცნება” ადასტურებს, რომ მათი ქმედებები დგას ძალადობრივ უწყებებზე”- განაცხადა ნიკა ფარულავამ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს