
ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიება 2 თებერვალს, 14-დან 16 საათამდე, პუშკინის სკვერში გაიმართება.
ღონისძიების მასპინძლები იქნებიან მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბესო ხვედელიძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიშა ბახსოლიანი. ისინი სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან ამონარიდებს წაიკითხავენ.
ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი წიგნის შერჩევას შემთხვევითობის პრინციპით, სკვერში განთავსებული თაროდან შეძლებენ. წიგნიდან მოკლე მონაკვეთის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ კი მათ ეს წიგნი საჩუქრად გადაეცემათ. თაროზე განთავსებული იქნება სხვადასხვა გამომცემლობის განსხვავებული ჟანრის წიგნები – როგორც ქართველი ავტორებისა, ისე თარგმანები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, მრავალი წელია, ასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მასში ჩართულია მილიონობით მკითხველი, ავტორი, მთარგმნელი თუ გამომცემელი. ამ დღის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს