“საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა.
ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები და თავდამსხმელის იდენტიფიცირება გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 15:00 საათისთვის შეიჭრა. თვითმხილველების თქმით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა.
ბანკში მყოფი პირების ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო, ნაწილი კი ამ დრომდე შენობაში რჩებოდა.
ყვარელში საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს