
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს დიდ ქალაქებში უკრაინის სოლიდარობის აქციები გაიმართა.
თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი და სხვა ქალაქები რუსული აგრესიის საწინააღდეგო აქციებმა მოიცვა.
მოქალაქეები ერთსულოვნად გმობენ რუსულ აგრესიას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას,
თბილისში გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქემ პროტესტის ნიშნად საკუთარი პასპორტი დაწვა, ფოთში კი ადგილობრივებმა სიმბოლურად აგრესორი სახელმწიფოს დროშა საჯაროდ დაწვეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ახლა ერთ მხარესაა ცივილიზებული სამყარო და მეორეს მხარეს რუსეთი, რომელიც არად დაგიდევს ცივილიზებული სამყაროს წესებს და თავს ესხმის სუვერენულ სახელმწიფოს.
მოქალაქეების განცხადებით, აგრესორთან ნებისმიერი დათმობა დამღუპველია და რუსეთის ქმედებებს მსოფლიომ ადექვატური პასუხი უნდა გასცეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს