
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის უწყებისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ტაძარი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ აკურთხა, რის შემდეგაც წმინდა ჟამის წირვა აღევლინა.
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წმინდა მეფის სახელობის ტაძარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით, ასევე პირადი შემადგენლობის ჩართულობით აშენდა.
მოგვიანებით მინისტრი აკადემიის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა დაათვალიერა სასადილო, სადაც კაპიტალური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს