
ავტორი
Front News საქართველო
ოდესაში საქართველოს გენერალური კონსულის თქმით, ხერსონის ოლქში საქართველოს 2 მოქალაქე რჩება.
ოდესაში „ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფთან საუბრისას თორნიკე ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსულო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
“24-საათიან რეჟიმში ვართ, ცხელი ხაზი მუშაობს, მოდიან მოქალაქეები, ვემსახურებით და ყველა საკონსულო ქმედებას ვაკეთებთ. სანამ ჩვენი ერთი მოქალაქეც იქნება აქ, ვეცდებით ბოლომდე გავჩერდეთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ხერსონის ოლქში არიან ქართველები დარჩენილები. გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, რომ გამოვიყვანოთ. ვიცით, რომ წყნარად არიან, სახლში არიან და ნორმალურად გრძნობენ თავს. როგორც კი გაიხსნება ერთი გზა მაინც, აუცილებლად გამოვიყვანთ მათ“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს