Logo

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა

საზოგადოება
6 დღის წინ / 18:47
Frontnews image description

საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა.

რაგბის კავშირის ინფორმაციით, კაჭარავას ხმის უფლების მქონე 58 დელეგატიდან 57-მა დაუჭირა მხარი. მან აღნიშნულ პოზიციაზე იოსებ ტყემალაძე შეცვალა.

დავით კაჭარავას სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში 122 მატჩი ჩაატარა, რაც საქართველოს ნაკრების რეკორდია. მას 25 ლელო აქვს დადებული და ამ მაჩვენებლით გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს. კაჭარავა ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015 და 2019) ასპარეზობდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი 11-ჯერ მოიგო.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დავით კაჭარავა სრკ-ის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები