Logo

საქართველოს საელჩომ აშხაბადში საქართველო-თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გამართა

პოლიტიკა
679
Frontnews image description

აშხაბადში, სასტუმრო “ილდიზში“, საქართველოს საელჩომ  საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გამართა.

 

საღამოს თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ბეგენჩ გოჩმოლაევი, აშხაბადში აკრედიტირებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თურქმენეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  კონსტანტინე საბიაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა ბეგენჩ გოჩმოლაევმა. 

 

გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და ქვეყნების ხელისუფლებების მიერ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აღმავალი დინამიკის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.

 

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთის როლი, შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანზიტო და სატვირთო კორიდორების განვითარებასა და თურქმენეთის ენერგორესურსების დასავლეთის მიმართულებით ტრანზიტის საკითხებში.

 

საქართველოს ელჩმა, თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის აღიარების 27-ე წლისთავის მოახლოებულ თარიღთან დაკავშირებით, რომელიც მასშტაბურად აღინიშნება 12 დეკემბერს, თურქმენეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულება სერდარ ბერდიმუჰამედოვსა და თურქმენ ხალხს, საქართველოს ხელისუფლების და საელჩოს სახელით ნეიტრალიტეტის დღე მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები