
ავტორი
Front News საქართველო
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – აცხადებენ საელჩოში.
აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თაგები:
აბუ-დაბი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს