საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთსა და ბელარუსში აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი აიკრძალა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, პირველი აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიიდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.
ასევე, 26 სექტემბრიდან იკრძალება ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.
“პირველი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
თაგები:
შემოსავლების სამსახური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს